ევრაზიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევრაზიერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 19-32
სიმაღლე 48-61 სმ.
ბეწვი ჟღალი
ნაცრისფერი
შავი
წითელი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ევრაზიერი (გერმ. Eurasier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1950-იან წლებში.

ეს შპიცისმაგვარი ძაღლი 1950-იან წლებში გამოიყვანეს გერმანიაში. ევრაზიერი ჩაუ-ჩაუს და გერმანული ვოლფშპიცის ნაჯვარია. ევრაზიერი, შესაძლოა, მარხილში შესაბმელად გამოიყვანეს, თუმცა დღესდღეობით კომპანიონის ფუნქციებს ასრულებს. ამ ჯიშის ქცევის გავრცელებული პრობლემა მორიდებულობაა. ის იდეალური საოჯახო კომპანიონი არ არის, რადგან ჩვეულებად აქვს ოჯახის ერთი წევრის ამორჩევა და მხოლოდ მასზე რეაგირება. გერმანიის გარეთ ევრაზიერი იშვიათად გვხვდება, ჩვეულებრივ, ყეფა არ უყვარს, ამიტომ ცუდი მოდარაჯეა.

ჩაუ-ჩაუს მსგავსად, ევრაზიერი ადვილად ღიზიანდება. ევრაზიერი ცუდად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, აქვს გრძელი, დაკუნთული კისერი, წვეტიანი ყურები დაფარულია ბალნით, თვალები მუქი-ყავისფერია, აქვს გრძელი ბალანი, ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ნაცრისფერი, შავი, წითელი. გრძელი ბალნით დაფარული კუდი ზურგისკენაა დახვეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]