ევგრაფ ფიოდოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგრაფ ფიოდოროვი
დაბ. თარიღი 10 (22) დეკემბერი, 1853
დაბ. ადგილი ორენბურგი[1] [2]
გარდ. თარიღი 21 მაისი, 1919(1919-05-21)[1] (65 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [2]
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[2] [2] , პროფესორი, crystallographer[2] , მინერალოგი[2] , mining engineer, ბუნებისმეტყველი[2] , გეოლოგი[2] და სამეცნიერო მუშაკი[2]
მუშაობის ადგილი სამთო ინსტიტუტი და პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია
ალმა-მატერი სამთო ინსტიტუტი
განთქმული მოსწავლეები Anatoliy Boldyrev, Aleksandr Polkanov და Dmitry Artemyev
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
ხელმოწერა

ევგრაფ სტეფანეს ძე ფიოდოროვი (რუს. Фёдоров, Евграф Степанович; დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1853, ორენბურგი, — გ. 21 მაისი, 1919, პეტროგრადი) — რუსი კრისტალოგრაფი, გეომეტრი, მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოლოგი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919).

ევგრაფ ფიოდოროვმა 1883 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1886-1894 წლებში — მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში, 1894–1895 წლებში — ურალში სამთო ინჟინრად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო (1895-1905) და პეტერბურგის სამთო (1896–1900 წლები და 1905 წლიდან) ინსტიტუტებში. 1905–1910 წლებში იყო პეტერბურგის სამთო ინსტიტუტის პირველი არჩევითი დირექტორი.

ფიოდოროვი თანამედროვე სტრუქტურული კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1890 წელს გამოიყვანა 230 სივრცითი ჯგუფი (ე.წ. ფიოდოროვის ჯგუფი). 1880 წელს დაამუშავა ორწრედიანი გონიომეტრის პროექტი. 1891 წელს გამოიგონა უნივერსალური ოპტიკური ხელსაწყო — ფიოდოროვის მაგიდა.

მრავალი შრომა მიუძღვნა თეორიულ და რეგიონალურ პეტროგრაფიის, მინერალოგიის, ფიზიკური გეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის საკითხებს. 1901-1905 წლებში იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტი, 1896 წლიდან — ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Начала учения о фигурах, [М.], 1953;
  • Симметрия и структура кристаллов. Основные работы, [М.], 1949 (лит.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 328.
  • Шафрановский И. И., Е. С. Федоров, великий русский кристаллограф, М., 1945(лит.);
  • Кристаллография. Сб., в. 3, Л., 1955;
  • руды института истории естествознания и техники, в. 10, М., 1956, с. 5–84; Универсальный столик Е. С. Федорова. [Сб.], М., 1953.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Фёдоров Евграф Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Czech National Authority Database