ევგენი კრინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი კრინოვი
რუს. Евгений Леонидович Кринов
დაბ. თარიღი 18 თებერვალი (3 მარტი), 1906
დაბ. ადგილი Otyassy, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 იანვარი, 1984(1984-01-02) (77 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ასტრონომი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი შუბნიკოვის სახელობის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, სტალინური პრემია და Leonard Medal[1]

ევგენი კრინოვი (რუს. Евгений Леонидович Кринов; დ. 3 მარტი 1906 — გ. 2 იანვარი 1984) — საბჭოთა ასტრონომი და გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961). მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926-1930 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მინერალოგიური მუზეუმის მეტეორიტულ განყოფილებაში. ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდა ტუნგუსკის მეტეორიტის კვლევას. მონაწილეობდა ექსპედიციებში. მისი უმთავრესი შრომები შეეხება მეტეორიტების კვლევის საქმეს, მორფოლოგიური შედგენილობისა და სტრუქტურის, მათი დაცემის პირობებს დედამიწაზე. შეისწავლა ქანების, სხვადასხვა მინერალებისა და მეტეორიტების სპექტრული არეკვლის პირობები. ჩამოაყალიბა მათი სპექტროფოტომეტრიული კლასიფიკაცია.

ევგენი კრინოვმა შეიმუშავა ასევე მეტეორიტების მორფოლოგიური კლასიფიკაცია. შემოგვთავაზა ახალი მორფოლოგიური მეთოდი, რომელიც შეეხება მეტეორიტების ვარდნას დედამიწაზე. შეადგინა სიკაშკაშის სპექტრული კოეფიციენტის კატალოგი და ატლასი. კრინოვმა მონაწილეობა მიიღო ასევე სიხოტე-ალინის მეტეორიტის კვლევის საქმეში.

ავტორია მონოგრაფიებისა: „მეტეორიტები“ (1948), „ტუნგუსკის მეტეორიტი“ (1949), „მეტეორიტიკის საფუძვლები“ (1955) და სხვა. 1966 წელს ერთ-ერთ მეტეორიტულ მინერალს — უჩვეულო სილიკატს (Na,Mg,Cr) კრინოვის პატივსაცემად კრინოვიტი ეწოდა. მისი სახელობისაა აგრეთვე ასტეროიდი № 2887. სტალინური პრემიის ლაურეატი (1952). დაჯილდოებულია ამერიკის მეტეორიტული საზოგადოების ფ. ლეონარდის მედლით (1971).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колчинский И.Г.,Корсунь А.А.,Родригес М.Г. Астрономы.Биографический справочник — Киев: Наукова думка, 1986.
  1. https://meteoritical.org/awards/leonard-medalists