ევალდ აავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ევალდ აავი (დ.22 თებერვალი (6 მარტი), 1900, რეველი (ახლანდ. ტალინი) — გ. 21 მარტი, 1939, იქვე), ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი. 1926 დაამთავრა ტალინის კონსერვატორია; პირველი მნიშვნელოვანი ესტონური ოპერის "ვიკინგების" (დაიდგა 1928) ავტორი. დაწერილი აქვს სიმფონია (1938), სიმფონიური პოემა "სიცოცხლე" (1934), მრავალი სიმღერა და საგუნდო ნაწარმოები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 9, თბ., 1975 წელი.