ევაგრე ქართველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევაგრე.

ევაგრე ქართველი (პონტოელი) (346—394 წწ.) — ადრექრისტიანული ეკლესიის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე. კაბადოკიელ მამებთან — ბასილი დიდსა და გრიგოლ ღვთისმეტყველთან დაახლოებული პიროვნება; ფილოსოფოსი, რიტორი.


ევაგრე დაიბადა 346 წელს პონტოს ქალაქ ებორაში. რიტორიკული განათლება მისცა ცნობილმა ფილოსოფოსმა ლიბანიუსმა. ევაგრე პონტოელი გამოირჩეოდა ლამაზი ფიზიკური გარეგნობით და კარგად ჩაცმის მოყვარული ყოფილა. წმინდა წიგნები და ქრისტიანული რელიგია მას გააცნო და შეაყვარა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. ბასილი დიდმა აკურთხა ევაგრე სასამის ეკლესიის დიაკვნად. 379 წელს გრიგოლ ღვთისმეტყველმა ევაგრე კონსტანტინოპოლში წაიყვანა. 381 წელს კი გრიგოლ ღვთისმეტყველი აირჩიეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად, ევაგრე კი არქედიაკვანი გახდა. ევაგრე ქართველს, მისი ლამაზი და მოხდენილი გარეგნობის გამო, ყურადღება მიაქცია ერთმა წარჩინებულმა კონსტანტინოპოლელმა მანდილოსანმა, მისმა ქმარმა კი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ევაგრეს მოკვლა დაუპირა. ევაგრე იძულებული გახდა კონსტანტინეპოლი დაეტოვებინა და იერუსალიმში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც მონაზვნად აღიკვეცა და დაიწყო ბერული ცხოვრება. გარდაიცვალა 394 წელს, 48 წლის ასაკში.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება]

ევაგრე ქართველის შესახებ ცნობებს გვაწვდის V საუკუნის რომაელი ისტორიკოსი სოზომენი. ევაგრე პონტოელის ქართულ წარმოშობაზე პირველად ყურადღება გაამახვილა მიხეილ თამარაშვილმა და სათანადო მასალებიც მოიძია. კ. კეკელიძის თქმით, ევაგრეს ქართველობას მისი თანადროული ბერძნული და კოპტური წყაროები ადასტურებენ. პონტოში და კაპადოკიაში კი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი კი სწორედ ქართველური მოდგმის იყო [საჭიროებს წყაროს მითითებას].

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შ. ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკეები, თბილისი, 1964 წ.
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1960 წ.