ედუარდ დე ბონო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ დე ბონო

ედუაედ დე ბონო (Edward de Bono) დაიბადა 1933 წლის 19 მაისს მალტაში. ის არის ექიმი, მწერალი, გამომგონებელი და კონსულტანტი. მან შემოიღო ცნება „ლატერალური აზროვნება“ (lateral thinking), დაწერა წიგნი „ექვსი მოაზროვნე ქუდი“ (Six Thinking Hats) და ხელს უწყობს სკოლებში აზროვნების, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვას და განვითარებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ედუარდ ჩარლს ფრანცის პუბლიუს დე ბონო დაიბადა მალტაში 1933 წლის 19 მაისს. მისი მამა, ჯოზეფი იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი (CBE) პროფესორი მედიცინის დარგში. მისი დედა, ჟოზეფინა, იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც The Times of Malta-ისთვის მუშაობდა. ედუარდი სწავლობდა მალტის წმინდა ედუარდის კოლეჯში. მეტსახელად „გენიოსმა“, მან კოლეჯი დაამთავრა 15 წლის ასაკში. შემდეგ სამედიცინო ხარისხი მიიღი მალტის უნივერსიტეტისგან (University of Malta). მან როდესის სტიპენდიების პროგრამის მეშვეობით მოიპოვა Christ Church-ის უნივერსიტეტის საგზური ლონდონში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში (M.A.). ის ასევე გატაცებული იყო სპორტით და თამაშობდა ცხენბურთს ოქსფორდის უნივერსიტეტში. აქვს Ph.D. და D.Phil. ხარისხი და ხარისხი მედიცინაში კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯიდან (Trinity College, Cambridge), მელბურნის ტექნოლოგიების ინსტუტუტისგან (Royal Melbourne Institute of Technology) და University of Dundee-სგან LL.D. დე ბონო არის Medical Research Society-ს და Athenaeum Club-ის წევრიც.

მან მოახდინა ოქსფორდის, კემბრიჯის და ჰარვარდის უნივერსიტეტების ფაკულტეტების რესტრუქტურიზაცია. ის არის პროფესორი მალტაში, პრეტორიაში, ცენტრალურ ინგლისში და დუბლინის უნივერსიტეტში. ის ასევე ფლობს და ვინჩის სახელობის „აზროვნების კათედრას“ აშშ-ს მოწინავე ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (University of Advancing Technology). დე ბონო იყო ერთ-ერთი იმ 27 ელჩიდან, რომლებიც 2009 წელს მიწვეულნი იყვნენ „ევროპის კრეატიულობისა და ინოვაციურობის წლის“-ადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. დე ბონო ფორმალურად დაქორწინებულია იყო ჟოზეფინა ჰელ-უაითზე, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი შეეძინა. ის აგრძელებს მოგზაურობას და სემინარების კითხვას მის მიერ შექმნილ წიგნებსა და კვლევებზე. ცხოვრობს მალტაში და ფლობს ბინას ლონდონის პიკადილში.

1969 წელს დე ბონომ დააარსა კოგნიტური კვლევების სკოლა (Cognitive Research Trust (CoRT)). 1979 წელს გახდა „ედუარდ დე ბონოს ფიქრის სკოლის“ თანადამფუძნებელიც. მან დაწერა 82 წიგნი, რომლებიც 41 ენაზე ითარგმნა. ის თავისი აზროვნების მეთოდებს ასწავლიდა მთავრობის აგენტებს, კორპორატიულ კლიენტებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს, როგორც პრივატული ისე საჯარო გამოსვლების მეშვეობით. მან დაიწყო მალტაში ახლებური აზროვნების მსოფლიო ცენტრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რომელსაც ახასიათებს როგორც „წითელი ჯვრის ინტელექტუალურ სახეობას“.

1995 წელს, მან დააარსა ფუტურისტული დოკუმენტური ფილმი „2040: ედუარდ დე ბონოს შესაძლებლობები“, რომელიც კონსტრუირებულია მაყურებლის მოსამზადებლად თანამედროვე (2040) საზოგადოების კრიოგენური გამყინვარებისთვის. დე ბონომ განავითარა აზროვნების სხვადასხვა ტექნიკები, რომლებშიც ის აზროვნებას აღწერს, როგორც შესწავლად უნარს. მისი ტექნიკები გამოიყენება ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა IBM და DuPont. სააგენტოები მსურველებს უზრუნველყოფენ ტრენინგებით „იფიქრე თავისუფლად“ (think outside the box) ტექნიკის დასაუფლებლად.

ლატერალური აზროვნება[რედაქტირება]

ედუარდ დე ბონოს ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკულ აზროვნებას გააჩნია შეზღუდვები, რადგან ის არგუმენტაციაზეა დაფუძნებული. ისეთი მოაზროვნეები, როგორებიცაა პლატონი, არიოსტოტელე, სოკრატე რედუქციონისტები არიან და სიმართლის გარდა აზროვნების ყველა სხვა მიმართულებას უგულებელყოფენ. თავისი წიგნების უმრავლესობაში, დე ბონო მოუწოდებს შემოქმედებითი აზროვნების წახალისებისაკენ. მის პირველ წიგნში - „გონების მექანიზმი“, დე ბონო საუბრობს იმაზე, რომ აზროვნების ტრადიციული მეთოდები ხელს უშლის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. ამ პერიოდის დე ბონოს სპეკულაციური მოდელების უმრავლესობა, რომლებიც ტვინის მუშაობასთან იყო დაკავშირებული, გამოყენებულ იქნა მოგვიანებით განხორციელებულ სხვადასხვა მეცნიერულ კვლევებში.

ლატერალური, იგივე მრავალმხრივი აზროვნება იყენებს სხვადასხვაგვარ პროვოკაციულ ტექნიკებს გონებაში მიძინებული იდეების გამოსაღვიძებლად. ასეთი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროვოკაცია არის "random word." ბონოს მიერ გამოგონებული სიტყვა "PO", რაც ნიშნავს პროვოკაციულ ოპერაციას, ასევე უკავშირდება პოეზიას (POetry) და ჰიპოთეზებს (hyPOthesis), რაც გულისხმობს იმას, რომ ის რაც გამომდინარეობს რაიმე საწყისიდან, არ შეიძლება იყოს სისულელე, არამედ არის საწყისის ლოგიკური გაგრძელება. სხვადასხვა პროვოკაციული ლატერალური აზროვნების აქტორები (როგორიცაა გაქცევა, ახალი სტიმული, და ა.შ.), სპეციალურად იქნა შემუშავებული, რათა დაკვირვებების გენერირებიდან სუბიექტის არსში ჩაწვდომა მომხდარიყო.

ლატერალური აზროვნება განსხვავდება შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნებისაგან. ის ასევე განსხვავებულია წმინდა ვერტიკალური ლოგიკისა და ჰორიზონტალური წარმოდგენებისგანაც: წმინდა ჰორიზონტალური აზროვნება ცნობილია, როგორც ოცნება, ფანტაზია, მისტიციზმი. წმინდად ჰორიზონტალურად მოაზროვნე ადამიანს ათასობით იდეა აქვს, მაგრამ ვერც ერთი მათგანის რეალიზებას ვერ ახერხებს. ის ხედავს მხოლოდ დიდ სურათს და მის ყველა შესაძლებლობას, მაგრამ არ ხიბლავს მიზნისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. წმინდა ვერტიკალური აზროვნების შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ცოდნის ცრუ შეგრძნებასთან (ცრუ იმიტომ, რომ ხშირად ის მხოლოდ დამახსოვრებასთან არის დაკავშირებული: სტუდენტმა იცის რა უნდა გააკეთოს იმის გააზრების გარეშე თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე). წმინდად ვერტიკალურად მოაზროვნე არის კანონისდამცველი და ძნელად დამთმობი ადამიანი.

ენა[რედაქტირება]

დე ბონო ენას ახასიათებს, როგორც ადამიანის პროგრესის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას და ამავე დროს, ბარიერსაც მისი განვითარების საქმეში. ის საუბრობს იმაზე, რომე ერთი ენიდან მეორეზე ნაწარმოებების თარგმნამ განაპირობა სხვა ცივილიზაციებისათვის საშიში მითების და იდეების გადაცემაც.

ამავე დროს, წიგნში „მე ვარ მართალი, შენ ხარ მცდარი“ („I am Right You Are Wrong“), დე ბონო აცხადებს, რომ ენები არასწორი აზროვნების სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. ის დომინირებს ჩვენს აზროვნებაზე, ვინაიდან აყალიბებს სედუქციურ დიქოტომიებს, რომლებიც გვჭირდება ურთიერთწინააღმდეგობებს შორის ლოგიკური პრინციპების ოპერირებისათვის. 2000 წელს დე ბონომ გამოსცა წიგნი - "The Edward de Bono Code Book", რომელშიც მას ჩამოთვლილი აქვს მთელი რიგი სიტყვებისა, რომლებიც რიცხვებს ემყარება. ამ რიცხვების ყოველი კომბინაცია ასახავს გამოსადეგ იდეას ან სიტუაციას, რომელსაც ამჟამად არ აქვს ერთი კონკრეტული შესატყვისი სიტყვა. მაგალითად, დე ბონოს კოდი 6/2 ნიშნავს: მომეცით ჩემი აზრი და მე მოგცემთ თქვენს აზრს“ ("Give me my point of view and I will give you your point of view"). ეს სტრატეგია შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც კამათში ჩართული ორი მხარე არასაკმარის ძალისხმევას გამოხატავს სხვების აზრის გასაზიარებლად.

პუბლიკაციები[რედაქტირება]

დე ბონოს მიერ გამოქვეყნებული წიგნების სერია მოიცავს შემდეგ ნაშრომებს:

  • The Use of Lateral Thinking (1967) ISBN 0-14-013788-2, introduced the term "lateral thinking"
  • New Think (1967, 1968) ISBN 0-380-01426-2
  • The Five-Day Course in Thinking (1968), introduced the L game
  • The Mechanism of the Mind (1969), Intl Center for Creative Thinking 1992 reprint: ISBN 0-14-013787-4
  • Lateral Thinking: Creativity Step by Step, (1970), Harper & Row 1973 paperback: ISBN 0-06-090325-2
  • The Dog-Exercising Machine (1970)
  • Technology Today (1971)
  • Po: A Device for Successful Thinking (1972), ISBN 0-671-21338-5, introduced the term Po
  • Children Solve Problems (1972) ISBN 139780060110246, ISBN 100060110244
  • Po: Beyond Yes and No (1973), ISBN 0-14-021715-
  • Wordpower: An Illustrated Dictionary of Vital Words (1977)
  • Atlas of Management Thinking (1981)
  • De Bono's Course in Thinking (1982)
  • Learn-To-Think: Coursebook and Instructors Manual with Michael Hewitt-Gleeson de Saint-Arnaud (1982), ISBN 0-88496-199-0
  • Tactics: The Art and Science of Success (1985)
  • Conflicts: A Better Way to Resolve them (1985)
  • Masterthinker's Handbook (1985)
  • Six Thinking Hats (1985) ISBN 0-316-17831-4
  • I Am Right, You Are Wrong: From This to the New Renaissance: From Rock Logic to Water Logic (1991) ISBN 0-670-84231-1[9]
  • Six Action Shoes (1991)
  • Handbook for the Positive Revolution (1991) ISBN 0-14-012679-1
  • Serious Creativity: Using the Power of Lateral Thinking to Create New Ideas (1992) ISBN 0-00-255143-8 – a summation of many of De Bono's ideas on creativity
  • Sur/Petition (1992) ISBN 0-88730-543-1
  • Parallel thinking: from Socratic thinking to de Bono thinking (1994) ISBN 0-670-85126-4
  • Teach Yourself How to Think (1995)
  • Textbook of Wisdom (1996) ISBN 0-670-87011-0
  • How to Be More Interesting (1998)
  • Simplicity (1999)
  • New Thinking for the New Millennium (1999)
  • Why I Want To Be King of Australia (1999)
  • How to Have A Beautiful Mind (2004)
  • Six Value Medals (2005)
  • H+ (Plus): A New Religion (2006)
  • How to Have Creative Ideas (2007)
  • Free or Unfree? : Are Americans Really Free? (2007) ISBN 1-59777-544-4
  • Six Frames For Thinking About Information (2008)
  • Think! Before It's Too Late (2009) ISBN 978-0-09-192409-6

ასევე დე ბონო არის ავტორი მთელი რიგი საგაზეთო პუბლიკაციებისა. მისი სტატიები დაიბეჭდა ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა The Lancet და Clinical Science.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]