ედრედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ედრედი (ინგლისი))
ედრედი

ედრედი (ინგლ. Edred, დ. 923 — გ. 23 ნოემბერი, 955) — ინგლისის მეფე 946-955 წლებში უესექსის დინასტიიდან.

ედრედი მეფე ედუარდის უმცროსი ვაჟი იყო. ის ტახტზე ავიდა უფროსი ძმის, ედმუნდ I-ის გარდაცვალების შემდეგ.

მისი მმართველობის პერიოდში ნორთუმბრიაში შეიჭრა ნორვეგიის ყოფილი მეფე ეირიკ I. ედრედმა შესძლო მისი განდევნა 954 წელს. ერთი წლის შემდეგ, 955 წლის 13 ნოემბერს ედრედი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ ჰყოლია. ტახტზე ავიდა მისი ძმის, ედმუნდ I-ის შვილი ედვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]