ედი ფოი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედი ფოი (Eddie Foy, Sr. დაბადებით Edwin Fitzgerald; დ. 9 მარტი, 1856, გრინვიჩ-ვილიჯი, ნიუ-იორკი - გ.16 თებერვალი, 1928, კანზას-სიტი, მისური), მსახიობი, კომედიანტი და მოცეკვავე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ფოის მშობლები, რიჩარდ და მერი ფიცჯერალდები, აშშ-ში ირლანდიიდან ჩავიდნენ 1855 წელს და ჯერ ნიუ-იორკის ბოვერის უბანში დასახლდნენ, შემდეგ კი გრინვიჩ-ვილიჯში გადავიდნენ, სადაც ედი დაიბადა. რიჩარდ ფიცჯერალდი შეშლილთა თავშესაფარში გარდაიცვალა 1862 წელს სიფილისით გამოწვეული გართულებით და მისმა ქვრივმა ოთხივე შვილი (ედი მეორე იყო) ჩიკაგოში წაიყვანა.

6 წლის ედიმ ქუჩაში და ადგილობრივ სალონებში დაიწყო ცეკვა-თამაში ოჯახისთვის სარჩოს მოსაპოვებლად. 15 წლისამ გვარი ფოით შეიცვალა და პარტნიორთან ერთად ბარებში დაიწყო ცეკვა აშშ-ის დასავლეთის შტატებში. მცირე ხანი თეატრალურ დადგმებშიც მოუწია მუშაობამ ჯგუფებში (მასოვკებში), სადაც ხშირად ისეთ წამყვან მსახიობებთან უწევდა სცენაზე ყოფნა, როგორებიც იყვნენ ედუინ ბუთი და ჯოზეფ ჯეფერსონი.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე