ედისონი და ლეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედისონი და ლეო (ინგლ. Edison and Leo) — 2008 წლის კანადური ანიმაციური ფილმი. იგი გამოუშვა სტუდიამ Perfect Circle Production, კომპანიის Infinity Entertainment მხარდაჭერით. ეს არის პირველი კანადური სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ორი შეშლილი მეცნიერის, ჯორჯ ედისონისა და მისი შვილის, ლეოს ურთიერთობებზე. ბავშვობაში ლეოს დიდმა ელექტროძაბვამ დაარტყა, რის გამოც მას არ შეუძლია ისე შეეხოს სხვებს, რომ არ გადასცეს ელექტრომუხტი.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2008 წლის 4 სექტემბერს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]