ედადილ ქადინ ეფენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედადილ ქადინ ეფენდი
მშობლიური სახელი Edadil Kadınefendi
დაბადების თარიღი 1845
სოჭი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 1875
დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) აბდულაზიზი
შვილ(ებ)ი შეჰზადე მაჰმუდ ჯელალედინ ეფენდი
ემინე სულთანი
მშობლები მამა: თანდალ ბეი არედბა
დედა: აუბლა ჰანიმი

ედადილ ქადინ ეფენდი (თურქ. Edadil Kadınefendi; დ. 1845 - გ. 1875[1]) — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის მეორე ცოლი[2]. შეჰზადე მაჰმუდ ჯელალედინ ეფენდის და ემინე სულთნის დედა. მისი ქორწინება ემსახურებოდა ოსმალების და ბუფერთა სახელმწიფოს შორის ალიანსს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედადილ ქადინ ეფენდი დაიბადა 1845 წელს აფხაზი უფლისწულის, თანდალ ბეი არედბას და აუბლა ჰანიმის ოჯახში[3]. ის სასახლეში მისმა თანამემამულემ მიიყვანა. ედადილმა განათლება ფერთევნიალ ვალიდე სულთნის ხელშეწყობით მიიღო. მას ჰქონდა ლურჯი თვალები და გრძელი ყავისფერი თმა. ედადილმა გაიცნო შეჰზადე აბუდალზიზი და 1862 წელს დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასზე იქორწინა[4]. ედადილი ასევე ჯიულუს ქადინ ეფენდის სახელით იყო ცნბოლი.

ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ შეჰზადე მაჰმუდ ჯელალედინ ეფენდი და ემინე სულთანი, თუმცა ემინე დაბადებიდან მალევე 1867[5] წელს გარდაიცვალა. ედადილს ჰყავდა ძმა ასლან ბეი, რომელიც კავკასიაში ცხოვრობდა. მან და ედადილმა წმინდა ქალაქები მოილოცეს. თუმცა როდესაც ასლანი სტამბოლში დაბრუნდა ავადმყოფობის შედეგად თოფჰანში გარდაიცვალა. ედადილ ქადინ ეფენდიმ ძმის გარდაცვალება ძალიან განიცადა.

ედადილ ქადინ ეფენდი გარდაიცვალა 1875 წელს სტამბოლში, ქმრის ტახტიდან ჩამოგდებიდან ერთი წლის შემდეგ. დაკრძალულია სულთან მაჰმუდ II-ის მავზოლეუმში, რომელიც დივან იოლუს ქუჩაზე მდებარეობს[6].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 18 February 2014.
  2. Consorts Of Ottoman Sultans (in Turkish). Ottoman Web Page. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
  3. Günay Günaydın (2006). Haremin son gülleri. Mevsimsiz Yayınları. ISBN 978-9-944-98703-5. 
  4. (2004) Bir Çerkes prensesinin harem hatıraları. L & M. ISBN 978-9-756-49131-7. 
  5. Genealogy of the Ottoman Royal Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-02. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  6. Christopher Buyers. The Royal Ark – Royal and Ruling Houses of Africa, Asia, Oceania and the Americas. 4dw.net.