ეგნატე იოსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.

ეგნატე იოსელიანი (ფსევდონიმით „წყალტუბელი“; დ. 1847-1919) — ქართველი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერი აკადემია. ლოგიკას, სლავურ ენას, რუსულ სიტყვიერებას, რუსული ლიტერატურის ისტორიასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, შემდეგ — სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში. თანამშრომლობდა თითქმის ყველა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთში. აქვეყნდებდა პოპულარული ხასიათის წერილებს, საბავშვო მოთხრობებს. ავტორია დრამისა „ცოდვის შვილი“ (1890), რიგი სახელმძღვანელოებისა. ბავშვთათვის გადააკეთა „ვეფხისტყაოსანი“.

ლიტერატურა

  • ქართული მწერლობა, ტ. I, გვ. 337 – ქ. თბილისი, „განათლება“, 1984.