ეგბერტი (უესექსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგბერტი-(დ.769-გ.839)-უესექსის დინასტიის დამაარსებელი, უესექსის მეფე 802-წლიდან, სასექსის, ესექსის და კენტის მეფე 825 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. კენტის მეფე ეალმუნდის ვაჟი, იგი იმყოფებოდა კაროლინგური ფრანკთა სახელმწიფოს დედაქალაქ აახენში, სადაც ეყოლა ვაჟი ეთელვულფი. გამეფდა უესექსის დანიელი მმართველის ბეოტრიკის სიკვდილის შემდეგ. მერსიის მეფე ბერნვულზე გამარჯვების შედეგად მოუპოვა თავის ქვეყანას დამოუკიდებლობა. იმავე წელს უესექსის სამეფოს შეუერთდა სასექსი, ესექსი და კენტი. 830 წლისთვის ეგბერტი მთელს სამხრეთ ინგლისს განაგებდა.