ებორი (ჩანჩქერი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ებორის ჩანჩქერი
Upper ebor falls small.jpg
მდებარეობა ავსტრალია
მაქსიმალური სიმაღლე 115
ვარდნილები 2
მდინარე ფავკესი

ებორი - ჩანჩქერი სამხრეთ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში. მისი სიმაღლე შეადგენს 115 მეტრს. ეს ადგილი მდებარეობს მდინარე ფავკესის ეროვნულ პარკში. ებორს გააჩნია 2 ვარდნილი. ჩანჩქერი წარმოიშობა მდინარე ფავკესზე. ამ ადგილების სანახავად მსოფლიოდან მრავალი ადამიანი ჩადის, 2008 წლის მონაცემებით აქ ყოველწლიურად 80,000 ტურისტი ჩადის. ჩანჩქერი ებორი პირველად აღმოაჩინეს 1895 წელს. ებორის ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარეობს ტასმანიის ზღვა, ხოლო ჩანჩქერიდან 400 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი სიდნეი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]