Air (ჯგუფი)
| Air | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი | |
| ჟანრ(ებ)ი | ელექტრონული მუსიკა, ემბიენტი, თრიპ ჰოპი, დაუნტემპო, თრიპ ჰოპი, ჩილ აუტი, ახალი ტალღა, პოპ მუსიკა | |
| აქტიური | 1995-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Astralwerks/EMI (საფრანგეთი) | |
| ასოციაციები | შარლოტ გინსბურგი | |
| ვებ-გვერდი | www.intairnet.org | |
| წევრები | ||
| ნიკოლა გოდენი ჟან-ბენუა დუნკელი |
||
Air — ფრანგული მუსიკალური ბენდი, დაფუძნდა 1995 წელს და მისი წევრები არიან ნიკოლა გოდენი და ჟან-ბენუა დუნკელი. მათ პირველ ალბომს ‘’Moon Safari’’ (ნადირობა მთვარეზე) კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, რასაც მოჰყვა Premiers Symptômes (პირველი სიმპტომები), The Virgin Suicides (ქალწულთა თვითმკვლელობები), 10000Hz Legend, და Talkie Walkie.
მიუხედავად იმისა, რომ Air-ს მუსიკას ხშირად ელექტრონულს და ტრიპ-ჰოპს უწოდებენ და სამუსიკო მაღაზიებში მათ დისკებს შესაბამისად ამ განყოფილებებში იპოვით, ელექტრონული მუსიკის მათი ფორმა უფრო 1970-იანებში ჟან მიშელ ჟარისა და ვანგელისის სინთეზატორის ხმების გავლენაა. ასევე აშკარად იგრძნობა ფსიქოდელიური როკის გავლენა, რომლის პიონერები პინკ ფლოიდი და Tangerine Dream იყვნენ (თუმცა მათ პროდუქციაში შიგადაშიგ შესამჩნევია საცეკვაო მუსიკის სტილიც). Air-ის მუსიკაში ჯაზის გავლენაც ძლიერია და მათი იმპროვიზაციის უნარი აშკარა ხდება არენაზე ცოცხალი შესრულებისას. ბენდის დაფუძნებამდე ნიკოლა და ჟან-ბენუა ასრულებდნენ ბენდში ორინჯი ალექს გოფერთან, ხავიერ ჟამოსა და ეტიენ დე კრესისთან ერთად - ეს სახელები შემდგომში ხშირად ჩნდება Air-ის რემიქსებშიც.
Air თავის სტუდიურ ინსტრუმენტებს (მუგის სინთეზატორი, კორგ მს20, ვურტლიტცერი და ვოკოდერი) სცენაზე ცოცხალი შესრულების დროსაც იყენებს. ცნობილ კომპოზიციებს საკუთარი ალბომებიდან ისინი ცოცხლად იმპროვიზაციების სახით ან შეცვლილი ვერსიებით ასრულებენ. Air ხშირად თანამშრომლობს (სტუდიაშიც და სცენაზეც) შემსრულებლებთან -- ბეთ ჰირში (Moon Safari), ფრანსუაზ ჰარდი (Jeanne), ჟან-ჟაკ პერეი (Cosmic Bird), გორდონ ტრეკსი (Playground Love, Easy Going Woman), ბეკი (10000Hz Legend) და, 2004 წლის ტურში, დეივ პალმერ და დამრტყმელი ეარლ ჰარვინი.
მათი მუსიკა ხშირად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში. “Surfing on a Rocket” ნისან არმადას სარეკლამო რგოლის ფონია (2005). “Playground Love” იყო ლივაისის ჯინსის სარეკლამო რგოლში (2002), ხოლო “La Femme d’Argent” დუბლინის FM104 რადიოს ედრიან კენედის სატელეფონო შოუს ფონური მუსიკაა.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- 1997: Premiers Symptômes
- 1998: Moon Safari
- 2000: The Virgin Suicides
- 2001: 10 000 Hz Legend
- 2002: Everybody Hertz
- 2004: Talkie Walkie
- 2006: Late Night Tales
- 2007: Pocket Symphony
- 2009: Love 2
- 2012: Le Voyage Dans La Lune
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
|
|||||||||||||||||