ტიმოლეონ დ’ეპინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დ’ეპინე, ტიმოლეონ)
ტიმოლეონ დ’ეპინე
ტიმოლეონ დ’ეპინე
ეროვნება ფრანგი
დაბადების თარიღი 1580
გარდაცვალების თარიღი 12 სექტემბერი 1644
გარდაცვალების ადგილი ბორდო
წოდება საფრანგეთის მარშალი
ბრძოლები/ომები საფრანგეთის რელიგიური ომები
ჯილდოები სულისწმინდის ორდენის კავალერი, სენმიშელის ორდენის რაინდი და საფრანგეთის მარშალი

ტიმოლეონ დ’ეპინე, მარკიზი დე სენ-ლიუკი (ფრანგ. Timoléon d'Espinay, marquis de Saint Luc; დ. 1580 — გ. 1644, ბორდო) — ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი და სამეფო ორდენის რაინდი.

ტიმოლეონ დ’ეპინე იყო საფრანგეთის არტილერიის გრან-მეტრის ფრანსუა დ’ეპინე, სენიორ დე სენ-ლიუკის და მისი მეუღლის ჟანა დე კოსეს, მარშალ შარლ I დე კოსე, გრაფ დე ბრისაკის ასულის უფროსი ვაჟი.

1603 წელს იგი ჰერცოგ დე სიუის ახლდა დიპლომატიურ კორპუსში ლონდონში. 1622 წელს როგორც საფრანგეთის ვიცე-ადმირალმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლა-როშელის დამცველებზე და აიძულა ჰუგენოტების მეთაური ბენჟამენ დე როჰანი, ბარონი დე სუბისი დაეტოვებინა კუნძულები რე და ოლერონი.

1627 წელს ტიმოლეონ დ’ეპინე გიენის პროვინციის გენერალ-შტატჰალტერად დაინიშნა და საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა. 1644 წელს იგი ქალაქ ბორდოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს „ორლეანის კაპელაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chronologie historique-militaire. T. II. — P.: Claud Herissant, 1760, pp. 474–476
  • Courcelles. Dictionnaire historique et biographique des généraux Francais depuis le onzième siècle jusqu'en 1820. T. V. — P., 1822, pp. 454–455
  • Dictionnaire de la noblesse. T. VII. — P.: Schlesinger frères, 1865, col. 110