დუნიტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუნიტი (მომწვანო) ვულკანურ ნაგლეჯთან ერთად

დუნიტი (Dunit) — მომწვანო-შავი ფერის ულტრაფუძე სიღრმული მაგმური ქანი. დუნიტის მთავარი მინერალია ოლივინი (85-98 პროც), მეორეხარისხოვანი — ქრომიტი (1-5 %), მაგნეტიტი, ილმენიტი, პიროქსენი, შპინელი; იშვიათად — გრანიტი, კორუნდი. ქმნის სილებს, ლინზებს, იშვიათად — დიდი ზომის ინტრუზივებს.

ვარაუდობენ, რომ დუნიტი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში ტექტონიკურად შემოჭრილი მანტიის ნაწილია. დუნიტთან დაკავშირებულია ქრომიტის, პლატინის, ნიკლის, კობალტისა და ქრიზოტილ-აზბესტის საბადოები. იყენებენ ცეცხლგამძლე მასალად.

სახელი ეწოდა ახალი ზელანდიის მთა დუნის (Dun) მიხედვით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე