დუნაის დაბლობი (ბულგარეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუნაის დაბლობის ხედი.

დუნაის დაბლობი (ბულგ. Дунавска равнина დუნავსკა რავნინა) — წარმოადგენს ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილს და მდებარეობს ბალკანეთის მთების ჩრდილოეთით და დუნაის სამხრეთით. მისი აღმოსავლეთი საზღვარია შავი ზღვა, ხოლო დასავლეთი მდინარე ტიმოკი. დაბლობი მოიცავს 31523 კმ²-ს. მისი სიგრძეა დაახლოებით 500 კილომეტრი, ხოლო სიგანე 120 კილომეტრი.

დუნაის დაბლობის რელიეფი ბორცვიანია. მოიცავს რამდენიმე პლატოსა და მდინარის ხეობას. კლიმატი კონტინენტალურია. წლის განმავლობაში დაახლოებით 450–650 მმ ნალექი მოდის. დაბლობის მნიშვნელოვანი მდინარეებია: დუნაი, ისკირი, იანტრა, ოსიმი, ვიტი, რუსენსკი ლომი, ოგოსტა და ლომი.

დაბლობის უმსხვილესი ქალაქებია: ვარნა, რუსე, პლევენი, დობრიჩი, შუმენი, ველიკო-ტირნოვო, ვრაცა, ვიდინი, მონტანა, ლომი, სილისტრა, ტირგოვიშტე და რაზგრადი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Collective (2002). Balgarska entsiklopediya A-YA. Sofia: IK Trud.