დაგლას ფრეშფილდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დუგლას ფრეშფილდი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუგლას ფრეშფილდი
Douglas Freshfield
დაბ. თარიღი 27 აპრილი, 1845
დაბ. ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 1934
გარდ. ადგილი ფორესტ-როუ, ინგლისი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

დუგლას უილიამ ფრეშფილდი (ინგლ. Douglas Freshfield; დ. 27 აპრილი, 1845 — გ. 9 თებერვალი, 1934) — ბრიტანელი ადვოკატი, ალპინისტი, გეოგრაფი და მწერალი. 1872-1880 წლებში იყო ჟურნალ „Alpine Journal“-ის რედაქტორი. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და ალპური კლუბის წევრი და მათი პრეზიდენტი.

დაიბადა ქალაქ ლონდონში, ჰენრი რეი ფრეშფილდისა და მისი მეუღლის ჯეინ კვინტონ კროუფორდის ოჯახში. მამამისი იყო ცნობილი ადვოკატი, ხოლო დედამისი პოლიტიკოსის — უილიამ კროუფორდის შვილი. ფრეშფილდების ოჯახს უყვარდა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა. მომდევნო წელს დუგლას ფრეშფილდი ოჯახთან ერთად გაემგზავრა შოტლანდიაში. 1854 წელს ბაზელი-შამონის გავლით იმოგზაურა შოტლანდიის ალპებში.[1] დუგლას ფრეშფილდმა განათლება მიიღო იტონისა და ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში, სადაც ხარისხი მიიღო სამოქალაქო სამართალსა და ისტორიაში.

იგი იყო მეტად ენერგიული მოგზაური და ალპინისტი. პატარა ასაკიდანვე დიდ ინტერეს იჩენდა მთების მიმართ, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ალპებით. 1868 წელს ასვლა სცადა კავკასიონის და საერთოდ ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. იმავე წელსვე ფრეშფილდმა დალაშქრა აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი მყინვარწვერი. ასვლა განახორციელა ადგილ გერგეტიდან. კავკასიაში ყოფნის დროს ფრეშფილდმა აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაც.

1899 წელს ექსპედიცია მოაწყო ჰიმალაიში, კერძოდ მისი ყურადღება მიიქცია კანჩენჯანგამ, თუმცა ასვლა ვერ მოახერხა. 1905 წელს ასვლა სცადა რუვენზორზე (აფრიკა), თუმცა ცუდი ამინდების გამო მარშრუტი წარუმატებლად დამთავრდა. ფრეშფილდი ბევრს წერდა ალპებში მოგზაურობის შესახებ. 1872-1880 წლებში იყო ჟურნალ „Alpine Journal“-ის რედაქტორი, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, 1881 წელს გახდა მდივნის მოადგილე, ხოლო 1914-1917 წლებში მისი პრეზიდენტი.

1893-1895 წლებში იყო ალპური კლუბის პრეზიდენტი. ოქსფორდისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიენიჭა სამოქალაქო სამართლის დოქტორის ხარისხი. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „The Exploration of the Caucasus“ (1896), „Round Kangchenjunga“ (1903), „Italian Alps“ (1875; ხელახლა დაიბეჭდა 1937).

შრომები[რედაქტირება]

  • Travels in the Central Caucasus and Bashan including Visits to Ararat and Tabreez and Ascents of Kazbek and Elbruz, London, Longmans, Green and Co., 1869
  • Italian Alps: Sketches in the Mountains of Ticino, Lombardy, the Trentino, and Venetia, 1875, new ed. 1937
  • The Exploration of the Caucasus, London, Edward Arnold, 1896
  • Round Kangchinjinga (Kangchenjunga)', Alpine Journal, Vol. XX, no. 149, August 1900
  • Round Kangchenjunga: A Narrative of Mountain Travel and Exploration, London, Edward Arnold, 1903. Dedicated to Joseph Dalton Hooker
  • Hannibal Once More (1914)
  • The Life of Horace Benedict de Saussure (with the collaboration of F. Montagnier), London, Edward Arnold, 1920
  • Below the Snow Line, London, Constable and Co., 1923

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]