დროსტეს ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროსტეს ეფექტი

დროსტეს ეფექტი — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სპეციფიკური რეკურსიული გამოსახულების აღსანიშნავად. ჰერალდიკაში მას მოიხსენიებენ, როგორც mise en abyme. დროსტეს ეფექტის დროს გამოსახულებაზე გამოჩნდება მისი შემცირებული ვარიანტი, ამ შემცირებულზე კი კვლავ შემცირებული და ა.შ. თეორიულად, ეს პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეზღუდულია გამოსახულების ზომის გამო. ტერმინი ხმარებაში შემოიღო პოეტმა ნიკო შეპმეიკერმა XX საუკუნის 70-იან წლებში კაკაოს ჰოლანდიური მარკის დროსტეს პატივსაცემად. მის პაკეტზე გამოსახული იყო მედდა, რომელსაც ხელში ეჭირა დიდი თეფში ჭიქით და ასევე კაკაოს პაკეტი, სადაც ასევე გამოსახული იყო იგივე მედდა თეფშით ხელში და ა.შ.

სხვა მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]