დროზერა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დროზერა (drosera), ცვრიანა, მრავალწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანური, როზეტად შეკრებილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, მაგრამ გამოყოფილი წებოვანი სეკრეტის საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს. დროზერას 90-მდე სახეობა არქტიკის გარდა, ყველგანაა გავრცელებული; სახეობათა უმრავლესობა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია. საქართველოშიც გვხვდება 4 სახეობა. დროზერა იზრდება ტორფიან ჭაობებში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 642, თბ., 1978

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე