დრეზდენის დაბომბვა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრეზდენი მოკავშირეთა დაბომბვის შემდეგ

დრეზდენის დაბომბვა - 1945 წლის 13-14 თებერვალს სამეფო საჰაერო ძალების ცეცხლოვანი დაბომბვისა და აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების დამატებითი იერიშის შედეგად დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე.

[რედაქტირება] მიწაზე

შეუძლებელია აღწერა! აფეთქება აფეთქების შემდეგ. დაუჯერებელი იყო, ღამის კოშმარებზე უფრო საშინელი. უამრავი ადამიანი იყო საშინლად დამწვარი და დამახინჯებული. სუნთქვა თანდათან, უფრო და უფრო ძნელდებოდა. სიბნელე იყო და ყველა წარმოუდგენელი პანიკით ცდილობდა სარდაფების დატოვებას. ხალხი მიცვალებულებსაც და მომაკვდავებსაც ერთნაირად თლავდა, ბარგი ან მიტოვებული იყო ან კიდევ გადარჩენილები გლეჯდნენ ხელიდან. ნაჭრ გადაფარებული კალათი, სადაც ჩვენი ტყუპები იწვნენ დედაჩემს გამოგლიჯეს ხელიდან და უკნიდან მოწოლილმა ხალხმა ზედა სართულზე აგვიტანა. ჩვენ დავინახეთ ალმოდებული ქუჩები, ნანგრევები და ცეცხლის საშინელი შტორმი. დედამ მოგვაფარა სველი ზეწრები და ქურთუკები რომლებიც მან წყლის გუბეში იპოვა.

ჩვენ დავინახეთ საშინელი სურათბი: დამწვარი მოზრდილები, ომლებიც ჩვილის ფორმაზე მოკუნტულიყვნენ, კიდურების ნაწილები, მთლიანად ჩამწვარი ოჯახები, მკვდარი ადამიანები, ცეცხლ მოდებული ადამიანები დარბოდნენ აქეთ იქით, დამწვარ ხალიჩებს ეტყობოდათ ადამიანების ფიგურები, დაღუპული მაშველები დაჯარისკაცები, გადარჩენილები ყვირილით ეძებდნენ მათ ბავშვებს და ოჯახის წევრებს და ცეცხლი ყველგან, ცეცხლი ყველგან და ცეცხლოვანი ქარიხალი ადამიანებს ისევ უკან სახლებში ერეკებოდა, საიდანაც ისინი გამოვიდნენ.

მე ვერ ვახერხებ დავივიწყო ეს საშინელი დეტალები. მე მათ ვერასოდეს დავივიწყებ.

—Lothar Metzger, გადარჩენილი.[1]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. "Timewitnesses", moderated by Tom Halloway, The Fire-bombing of Dresden: An Eyewitness Account Account of Lothar Metzer, recorded May 1999 in Berlin.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე