დონ ბოსკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა იოანე ბოსკო (ჯოვანი ბოსკო) (იტალ. Giovanni Melchiorre Bosco: დ. 16 აგვისტო, 1815, იტალია, ბეკი-ტურინის მახლობლად. გ. 31 იანვარი, 1888, იტალია ტურინი).

XIX საუკუნის შუალედში, იტალია განიცდიდა დიდ პოლიტიკურ კრიზის, იყო უდიდესი არეულობები, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველაზე დიდი ზიანი ჰქონდათ ახალგაზრდებს, უამრავი მათგანი მიტოვებული იყო, არ ჰქონდათ სახლ-კარი, ბევრი ახალგაზრდა იყო ციხეში, თითქმის არავის ჰქონდა მათთვის დრო, არავის არ ახსოვდა ახალგაზრდობა გარდა ღმერთისა, სწორედ ამ დროს უფალმა მოავლინა წმინდა ჯოვანი ბოსკო.

ჯოვანი ბოსკო დაიბადა ღარიბ ქრისტიანულ ოჯახში, ორი წლისაც არ იყო როდესაც გარდაეცვალა მას მამა. მისი დედა მარგარიტა მართალი და შრომისმოყვარე ქალი იყო, მან ჯოვანის ბავშვობაშივე შეაყვარა ღმერთი. აგრეთვე შეაყვარა მას შრომა, შრომა სადაც ყოვლ საქმეში იქნებოდა უფლის დიდება. როდესაც ჯოვანი იყო 9 წლის მან ნახა სიზმარი. მას ესიზმრა ღვთისმშობელი და იესო ქრისტე, წმინდა მარიამმა დაანახა ჯოვანის მდელო, სადაც მოჩხუბარე ბავშვები იყვნენ გარეული ცხოველების სახით, შემდექ მისი ხელის გაქნევით ეს მოჩხუბარე ბავშვები გაიდაიქცნენ კრავებათ, სწორედ ამით დაავალა წმინდა მარიამმა ჯოვანის აღზრდა და სიყვარული ახალგაზრდების ღმერთისათვის. სწორედ ამ სიზმარმა იმოქმედა ჯოვანის ცხოვრებაზე სამუდამოდ.

სემინარიის და ღვთისმეტყველების კოლეჯის დამთავრების შემდეგ 1941 წელს ჯოვანი ბოსკო იყო ხელდასხმული მღვდლად. იმავე წლის დეკემბერში ის ხსნის პირველ ორატორიას (ლათ:Oratio - ლოცვა) სწორედ ასე დაარქვა პირველ სალეზიანების თავშესაფარს ახალგაზრდებისათვის, სადაც მათ შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშავათ, ესწავლათ ეთამაშათ და რაც მთავარია ყოფილიყვნენ ლოცვაში და შეეგრძნოთ უფლის სიყვარული. მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ის ასრულებდა უფლისგან ბოძებულ სამქეს, უვლიდა ახალგაზრდებს, ასწავლიდა სწორ ცხოვრებას, გამოყავდა ცოდვისგან და აძლევდა იმედს მომავლისა, ასწავლიდა სიმართლეს და აგრძნობინებდა იესო ქრისტეს სიყვარულს. 1854 წლის 26 იანვარს დააარსა ორდენი წმინდა ფრანცისკო სალსკის სახელზე, ამჟამად ცნობილი ორდენი - სალეზიანები დონ ბოსკოსი. (Salesian Don Bosco (SDB)) საბოლოოდ დამტკიცებული იყო ნეტარი პაპი პიო IX-ს მიერ 1974 წლის აპრილში. 1872 წელს დონ ბოსკომ წმინდა მარია დომინიკა მაცარელოსთან (Maria Domenica Mazzarello) ერთად დააარსა სალეზიანების სამონაზნო ორდენი მარიამის ქალიშვილები ქრისტიანთა დამხმარეები (ლათინ: Congregatio - Filiarum Mariae Auxiliatricis (FMA))