დომენიკო მოდუნიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომენიკო მოდუნიო

დომენიკო მოდუნიო (იტალ. Domenico Modugno) (* 9 იანვარი, 19286 აგვისტო, 1994) ორგზის გრემის დაჯილდოების გამარჯვებული იტალიელი მომღერალი, კომპოზიტორი, და მოგვიანებით იტალიის პარლამენტის წევრი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მოდუნიო დაიბადა პოლინიანო ა მარეში, ბარის პროვინციაში (პულია).

მას ადრეული წლებიდანვე სურდა მსახიობი გამოსულიყო და 1951 წელს, სამხედრო სამსახურის შემდეგ, ის სამსახიობო სკოლაში ჩაირიცხა. ჯერ კიდევ სწავლის დროს, მან როლი მიიღო ედუარდო დე ფილიპოს Filumena Marturano-ს კინემატოგრაფიულ ვერსიაში და ასევე რამდენიმე სხვა ფილმში.

1957 წელს, მისმა სიმღერამ "Lazzarela", რომელსაც აურელიო ფიერო ასრულებდა,ნეაპოლური სიმღერის ფესტივალზე მეორე ადგილი მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]