დომბაიულგენის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომბაიულგენის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°13′ ჩ. გ. 41°40′ ა. გ. / 43.217° ჩ. გ. 41.667° ა. გ. / 43.217; 41.667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3085 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
დომბაიულგენის უღელტეხილი — საქართველო
დომბაიულგენის უღელტეხილი
დომბაიულგენის უღელტეხილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დომბაიულგენის უღელტეხილი

დომბაიულგენის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადის — სამხრეთ პტიშის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3085 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვენა შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) აუზებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]