დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიხაზურგასოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ., გალიდან 15 კმ. სოფლის მახლობლად არის შუა საუკუნეების სატანჯოს კოშკი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წლამდე ეწოდებოდა დიდი წიფური. საბჭოთა პერიოდში იყო დიხაზურგის სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: ზენი, ოცარცე). განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მესიმინდეობა, მეთამბაქოეობა. მოქმედებდა კირის ქარხანა და კირქვის საბადო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[1] 1 390
1989< 616

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]