დიღმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიღმის ბრძოლა
სეფიანების საქართველოში შემოსევები ნაწილი
თარიღი 1567
მდებარეობა დიღმის ვაკე, ქართლის სამეფო
შედეგი ქართლის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
ქართლის სამეფო სეფიანთა იმპერია
მეთაურები
სვიმონ I დაუთ-ხანი
ძალები
უცნობი უცნობი
დანაკარგები
უცნობი 2000 მეომარი

დიღმის ბრძოლა 1567 — ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისის მოლაშქრეთა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა თბილისს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქის გათავისუფლება ვერ შეძლო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუჩუა ვ., სვანიძე მ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;