დიღმისწყალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 22 კმ კმ |
| აუზის ფართობი | 85 კმ კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | სათოვლია-საწკეპელას ქედი |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქვეყნები | საქართველო |
დიღმისწყალი — მდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში. სათავე აქვს სათოვლია-საწკეპელას ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მარჯვენა მხრიდან ერთვის მტკვარს თბილისის ფარგლებში. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 85 კმ². საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა - ზაფხულში და შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში და ზაფხულში.
საშუალო წლიური ხარჯი 0,25 მ³/წმ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 591, თბ., 1978 წელი.