დისგრაფია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დისლექსიის |
|---|
| ნაწილები |
|
და დაკავშირებული დარღვევები |
| დაკავშირებული მდგომარეობები |
|
ალექსია |
დისგრაფია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; γραφος „გრაფოს“ — წერა), აგრეთვე აგრაფია (ბერძნ. α — უარყოფითი ნაწილაკი) არის წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებლობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე. ასევე მათ უჭირთ ზოგიერთი მოტორული ფუნქციების შესრულება, მაგალითად როგორიცაა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. საერთოდ დარღვევა ყველა სახის მოტორულ უნარზე არ მოქმედებს. დისგრაფიის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ასოთა დამარცვლა, და ფურცელზე აზრის გადმოცემისას სიტყვებს ხშირად შეცდომით წერდნენ.
სტატიის