დირაქიონის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დირაქიონის ბრძოლა

იტალია და ილირია 1084 წელს
თარიღი 18 ოქტომბერი, 1081
მდებარეობა დირაქიონი
შედეგი ნორმანების გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია აპულია და კალაბრია
მეთაურები
ალექსი I კომნენოსი, გეორგი პალეოლოგოსი, გრიგოლ ბაკურიანის ძე რობერტ გუისკარი, ბოემონდ I
ძალები
20 000 - 25 000 20 000,
150 გემი
დანაკარგები
5 000 დაღუპული,
7 000 დეზერტირი
10 000 დაღუპული,
500 რაინდი
დირაქიონის ბრძოლა ვიკისაწყობში

დირაქიონის ბრძოლა — ბრძოლა ბიზანტიელებსა და ნორმანებს შორის. გაიმართა 1081 წლის 18 ოქტომბერს, თანამედროვე ალბანეთის ქალაქ დურესთან ახლოს. ბიზანტიელებს ხელმძღვანელობდა ალექსი I კომნენოსი, ხოლო ნორმანებს რობერტ გუისკარი. ბრძოლა დასრულდა ნორმანების გამარჯვებით.

ამ გამარჯვების შემდეგ ნორმანების მეთაურმა რობერტ გუისკარმა 1082 წლის თებერვალში აიღო დირაქიონი, დაიპყრო მთელი მაკედონია და თესალია. რობერტ გუისკარმა მიატოვა საბერძნეთი და გაეშურა რომის პაპის დასახმარებლად, რომლის სამფლობელოსაც თავს დაესხა საღვთო რომის იმპერია. ჯარებს სათავეში ჩაუდგა ბოემონდ I, რომელმაც რამდენიმეჯერ დაამარცხა ალექსი კომნენოსი, თუმცა საერთო ჯამში იგი დამარცხდა ქალაქ ლარისასთან ახლოს.

ნორმანებმა იტალიაში დაბრუნების გამო დაკარგეს ყველა დაპყრობილი ტერიტორია. ბიზანტიამ შეძლო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]