დინ კეინი
| დინ კეინი Dean Cain |
|
დინ კეინი (2005 წლის 13 მაისი) |
|
| დაბადების სახელი | დინ ჯორჯ ტანაკა |
| დაბადების ადგილი | მაუნტ-კლემენსი, მიჩიგანი, აშშ |
| დაიბადა | 31 ივლისი 1966 |
| საქმიანობა | მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი მწერალი |
| შემოქმედების წლები | 1976–დღემდე |
დინ კეინი (ინგლ. Dean Cain; დ. 31 ივლისი 1966, მაუნტ-კლემენსი, მიჩიგანი) — ამერიკელი კინომსახიობი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოუპოვა ტელესერიალმა „სუპერმენი“, სადაც კლარკ კენტის სახე განასახიერა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დინ კეინი დაიბადა 1966 წლის 31 ივლისს მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, მსახიობ შარონ ტომასისა და ამერიკელი ჯარისკაცის როჯერ ტანაკას ოჯახში. მომავალი მსახიობის მშობლები ბავშვის დაბადებამდე გაშორდნენ ერთმანეთს. მის ძარღვებში ჩქეფს იაპონური, ფრანკოკანადული, ირლანდიული და ვალიული სისხლი[1]. 1969 წელს დედამისი ცოლად გაყვა კრისტოფერ კეინს, რომელიც პროფესიით რეჟისორი იყო. კრისტოფერ კეინმა იშვილა მომავალი მსახიობი და მისი ძმა. შემდგომ ოჯახი საცხოვრებლად გადადის მალიბუში (კალიფორნია). სკოლის პერიოდში დინ კეინი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა სკოლის ერთ-ერთ ბეისბოლის გუნდში რობერტ ლოუსა და ჩარლი შინთან ერთად, რომლებიც ამასთანავე დინ კეინის თანაკლასელები იყვნენ. სკოლა კეინმა 1984 წელს დაამთავრა, რის შემდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტებში შესთავაზეს სასპორტო სტიპენდიები. მან პრისტონის უნივერსიტეტი აირჩია. პრისტრონში სწავლის დროს იგი ამერიკელ სუპერმოდელსა და მსახიობ ბრუკ შილდს ხვდებოდა. პრისტონი კეინმა 1988 წელს დაამთავრა.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდთან Buffalo Bills-სთან. თუმცა სულ მალე მან ფეხის ტრავმა მიიღო, რამაც ხელი ააღებინა სპორტულ კარიერაზე. თავდაპირველად იგი სცენარებს წერდა, შემდეგ ტელევიზიაში ჩნდებოდა, სადაც ხშირად იღებდნენ რეკლამებში და პოპულარულ სატელივიზიო შოუებში. 1993 წელს კეინმა მიიღო თავის მთავარი როლი ტელესერიალში „სუპერმენი“, რომლის გადაღება საბოლოოდ 1997 წელს დამთავრდა. 1998 წელს კეინმა გახსნა საპროდიუსერო კომპანია Angry Dragon Entertainment, რომელიც პროდიუსირებას უწევდა არაერთ ტელესერიალს. კეინმა მონაწილეობა მიიღო კინოფილმებში: „დროის გარეშე“, „შეუკავებელი“, „ტკივილის წრე“, „აგვისტოს 5 დღე“ და სხვ.
ამპლუა: დრამა, კომედია, თრილერი.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1998 | მომავალი სპორტსმენი | Futuresport | |
| 2001 | ცხოველების საშობაო თავგადასავალი | A Christmas Adventure from a Book Called Wisely's Tales | |
| 2001 | ვირთხების რბოლა | Rat Race | |
| 2002 | მიკარგული აკლდამა | Rag And Bone | |
| 2003 | დროის გარეშე | Out of Time | |
| 2004 | აპოკალიფსისის შემდეგ | Post Impact | |
| 2006 | საშობაო ჯვრისწერა | A Christmas Wedding | |
| 2007 | ბოლო გასვლა | Final Approach | |
| 2008 | ხუთი დოლარი დღეში | $5 a Day | |
| 2010 | ძიძა საშობაოდ | A Nanny for Christmas | |
| 2010 | შეუკავებელი | Abandoned | |
| 2010 | ტკივილის წრე | Circle of Pain | |
| 2011 | აგვისტოს 5 დღე | 5 Days of August |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) დინ კეინი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- დინ კეინი