დინიკის გველგესლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინიკის გველგესლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vipera dinniki
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 23001
გავრცელება

დინიკის გველგესლა (ლათ. Vipera dinniki) — შხამიანი გველების სახეობა გველგესლასებრთა ოჯახისა. ბინადრობს რუსეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.[1] საშუალო ზომის გველებია. სხეულის საერთო სიგრძეა 500-550 სმ. აქვს მოკლე კუდი (30-80 მმ). მამალი დედლისაგან განსხვავებით გამოირჩევა შედარებით მცირე ზომებით და გრძელი კუდით. თავის არის ზედა ნაწილი ჩვეულებრივ ბრტყელია. ზედა მხარეზე სხეულის შეფერილობა მონაცისფრო-მომწვანო, მოყვითალო, მოყავისფრო ან ნარინჯის ფერისაა. ზურგზე გასდევს შავი ან ყავისფერი ხაზი. ფერითა და ფორმით დინიკის გველგესლა წააგავს კავკასიურ და ველის გველგესლებს. გავრცელების არეალი მოიცავს მთების სუბალბური სარტყლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებს დაწყებული ფიშტ-ოშტენიდან (დასავლეთით) აღმოსავლეთ საქართველომდე და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარემდე (აღმოსავლეთით). დინიკის გველგესლა არ ბინადრობს დაბლობ ტერიტორიებზე. იგი უპირატესობას ანიჭებს სუბალპურ და ალპურ ზონებს, მთის ტყეებსა და მდელოებს. გვხვდება ზღვის დონიდან 1500-3000 მ სიმაღლეზე. იკვებება უპირატესად ხვლიკებითა და წვრილი მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.

საქართველოში გვხვდება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში. რეგისტრირებულია აგრეთვე მდინარე ენგურის ხეობაში. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.[2] სახელი ეწოდა რუსი ზოოლოგის ნიკოლოზ დინიკის (1847-1917) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McDiarmid RW, Campbell JA, Touré T. 1999. Snake Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference, vol. 1. Herpetologists' League. 511 pp. ISBN 1-893777-00-6 (series). ISBN 1-893777-01-4 (volume).
  2. საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხა[მკვდარი ბმული]