დიმიტრი ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი სევასტის ძე ჯანელიძე (დ. 26 ივნისი [ ძვ. სტ. 9 მაისი], 1906 , ქუთაისი — გ. 1994) — ქართველი თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1965), პროფესორი (1966), სსრკ მწერალთა კავშირის წევრი (1943 წ-დან ). სწავლობდა თსუ-სა და მოსკოვის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1933 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-სა და თბილისის დრამატულ სტუდიებში. 1940 წლიდან კი შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1962 წლიდან ამავე ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიის კათედრის გამგეა, 1970 წლიდან არის თეატრისა და კინოს ისტორიის და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თეატრის სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე; დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის კონსულტანტი ქართული თეატრის დარგში. დ. ჯანელიძის მნიშვნელოვანი შრომებია: „პირველი საბჭოთა სპექტაკლი“ (1936), „ქართული თეატრის ხალხური საწყისები“ (1948, 1983), ქართული თეატრის ისტორია (ტ. II, 1965), „რუსთაველი და სახიობა“ (1967 ); „ვალერიან გუნია“ (1963 ), „სახიობა“ (ტ. I-3, 1957 , 1972, 1980 ), „ალექსანდრე მრევლიშვილი“ (1957 წ), „ქართული თეატრი უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე (1959, რუსულ ენაზე) და სხვა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1985). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]