დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1799 ან 1800 ― გ. 6 ნოემბერი, 1845) — რუსეთის არმიის გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირეწლოვანი დიმიტრი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ალექსანდრე, დაპატიმრებული ჰყავდა იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს, რომელსაც სურდა დაეცვა ტახტი პოტენციური პრეტენდენტებისაგან. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811)დასახლდა რუსეთში. 1816 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო ლიტვის ულანთა პოლკში. 1817-იდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1833 დაინიშნა კურლანდიის, ხოლო 1837 გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკების მეთაურად. 1836 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. 1845-იდან მეთაურობდა II მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიას. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გონიკაშვილი მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწობა რუსეთში, თბ., 1986;
  • Елец Ю., История лейб-гвардии Гродиенского гусарского полка, СПб., 1891;