დიკ ევანსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
რიჩარდ "დიკ" ევანსი - მუსიკოს დეივ ევანსის (The Edgeს), როკ-ჯგუფ U2-ს გიტარისტის წევრის ძმა.
U2-ს პირველ შემადგენლობაში, რომელსაც "The Hype" ერქვა, ძმები უკრავდნენ ერთსა და იმავე გიტარაზე, რომელიც შინაურ პირობებში დაამზადეს. ეჯი მუსიკოსის კარიერის არჩევას მიაწერს ძმის მხრიდან გავლენას.
The Hype თავისი არსებობის მცირე პერიოდის შემდეგ გარდაქმნილი იქნა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ სამი გიტარისტი (ძმები და ბონო) უკვე ზედმეტია. უკანასკნელი კონცერტი ამ შემადგენლობით გაიმართა ჯერ The Hype-ს სახელით, შემდეგ კი - დიკის გარეშე, U2-ს სახით.
აღნიშნული კონცერტის შემდეგ დიკმა დატოვა U2 და ყურადღება სწავლაზე გადაიტანა. მოგვიანებით ის გახდა ჯგუფების the Virgin Prunes და The Screech Owls წევრი.
სტატიის