დიზართრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიზართრია (ბერძ. dys- „ცუდი, ძნელი“ და arthroo „ვანაწევრებ, დანაწევრებულ ბგერებს გამოვცემ“) არის დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა, ცალკეული სიტყვის, მარცვლისა და ბგერის (განსაკუთრებით თანხმოვნის) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა. ვითარდება თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანების ან მბგერავი იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგად, აგრეთვე „კურდღლის ტუჩის“, „მგლის ხახის“, უკბილობისა და სხვა შემთხვევებში.