დიდღალიდუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდღალიდუდი
კოორდინატები: 42°50′15″ ჩ. გ. 42°11′40″ ა. გ. / 42.837722° ჩ. გ. 42.194444° ა. გ. / 42.837722; 42.194444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3169 
ქედი ეგრისის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი, ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა
დიდღალიდუდი — საქართველო
დიდღალიდუდი
დიდღალიდუდი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დიდღალიდუდი

დიდღალიდუდიმთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3169 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. მეოთხეული გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, საიდანაც მყინვარები ეშვებოდნენ ძირითადად მდინარე ენგურის აუზში. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]