დიდმოწამე ათანასე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდმოწამე ათანასემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ივლისი, ახალი სტილით - 31 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) წმინდა მოწამეების, სერგი და ბაქოსის (ხს. 20 ოქტომბერს) მეგობარი იყო. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმიანეს (284-305; 307-310) დროს იგი ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში გაამწესეს, სადაც მალე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს. იმ იმედით, რომ წმინდა ათანასე „გონს მოვიდოდა“, მმართველმა კლისმაში (წითელი ზღვა) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა უფლის რჩეულმა კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. როცა მომხდარი მმართველმა გაიგო, ბრძანა თავი მოეკვეთათ წმინდანისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.