დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევში ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (9,35 X 5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით. სატრიუმფო და საბჯენი თაღები გათლილი შირიმისაა. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია; საკურთხეველი ქვემოთ სწორკუთხაა, ზემოთ კი კონქის საფუძვლის ნალისებრ ფორმაში გადადის. ამის გამო საკურთხეველთან მიმდებარე პილასტრები ზემოთკენ თხელდება და გარკვეულ სიმაღლეზე აფსიდის კედლის სიბრტყეს უსწორდება. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. სატრიუმფო თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა, ცილინდრული კამარა - პილასტრებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღი შეტეხილი ფორმისაა. ეკლესია შიგნით შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოდან შემოვლებული აქვს გლუვი ლილვი, რომელიც ქვემოთ ჰორიზონტალური გადანაკეცით მთავრდება. ლილვს ზემოთ რელიეფური ჯვარია. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.