დიდი მეფისკალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი მეფისკალო
კოორდინატები: 42°31′43″ ჩ. გ. 44°22′32″ ა. გ. / 42.528722° ჩ. გ. 44.375639° ა. გ. / 42.528722; 44.375639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3694 
მთის მასივი ყელის ზეგანი
ამგებელი ქანები ანდეზიტი და ლიპარიტ-დაციტური ლავა
დიდი მეფისკალო — საქართველო
დიდი მეფისკალო
დიდი მეფისკალო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დიდი მეფისკალო
სურათები ვიკისაწყობში

დიდი მეფისკალომთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3694 მ. აღმართულია ყელის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]