დიდბაია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დიდბაია | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Caltha | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
დიდბაია, ჭყანტა (Caltha), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ დიდი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Caltha palustris და Caltha polypetala, რომლებიც იზრდებიან დაჭაობებულ ან ტენიან სარტყელში, იშვიათად — უფრო დაბლაც. Caltha polypetala-ს არეალი კავკასია-წინა აზიით შემოიფარგლება, ხოლო Caltha palustris — უფრო ფართოდაა გავრცელებული — მთელ პოლარქტიკულ სამყაროს მოიცავს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ხინთიბიძე ლ., ტ. 3, გვ. 506, თბ., 1978
სტატიის