დიალექტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიალექტოლოგია ენათმეცნიერების დარგია, რომელიც სწავლობს ისეთ არასტანდარტიზებულ ენობრივ ნაირსახეობებს, როგორიცაა დიალექტები.

დიალექტოლოგიის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგანი აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგანი აღწერა დიალექტოლოგიაში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოყოფენ და იკვლევენ მოცემული დიალექტის ფონეტიკის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსისა თუ სემანტიკისთვის დამახასიათებელ შტრიხებს. ამ მხრივ დიალექტური აღწერა თითქმის არაფრით განსხვავდება სინქრონული ლინგვისტური აღწერისგან.

კონტრასტული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიალექტოლოგიაში შესაძლოა ერთი და იმავე ენობრივი ოჯახის ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე დიალექტის ურთიერთშედარება მოხდეს. ამ დროს ხშირად ლინგვისტური გეოგრაფიის გამოკითხვებს მიმართავენ, რაც საშუალებას იძლევა აღიწეროს მოცემული ენობრივი ოჯახის წევრებისათვის სპეციფიკური ნიშნების სივრცობრივი განაწილება. ამგვარი გამოკითხვები ხშირად ლინგვისტური ატლასების შექმნას ედება საფუძვლად და ენობრივ მახასიათებლებს შორის საზღვრების გამოკვეთით დიალექტებს შორის განსხვავებების გარჩევის საშუალებას იძლევა. ამგვარი საზღვრები იზოგოსების სახელითაა ცნობილი. განსხვავებების აღსაწერი მეორე ტექნიკა არის დიალექტომეტრია, რომელიც მდგომარეობს დიალექტური რუკის რამდენიმე წერტილს შორის დაპირისპირებათა რაოდენობრივ გაზომვაში.

გენეტიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მეთოდი ხშირად დიაქრონიულ (ანუ ისტორიულ) შესწავლასთან არის ასოცირებული, რომლის მიზანია აჩვენოს საერთო წყაროდან წამოსული დიალექტების განსხვავებული განვითარება და ამით ახსნას მათი ფორმირება (ეს არის ე.წ. დიალექტური დიფერენციაციის ანუ დიალექტიზაციის პროცესი.

ანთროპოლოგიური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული მეთოდი სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში დიალექტური ნაირსახეობების ხმარებას, მაგ, დიალექტების ლექსიკის შეპირისპირებით მოცემული საზოგადოების ადათ-წესების, ჩვეულებების, რწმენისა თუ ორგანიზაციისადმი. ამ მხრივ დიალექტოლოგია უახლოვდება ანთროპოლოგიას (აქედან გამომდინარე ანთროპოლინგვისტიკასაც) და ფოლკლორის მეცნიერულ შესწავლას.

სოციოლინგვისტური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციოლინგვისტური მეთოდით დიალექტოლოგია სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში არსებულ ენობრივ ნაირსახეობებს შორის დამოკიდებულებასა და კონკურენციას (დიგლოსიის სიტუაცია). მას შეუძლია შეისწავლოს ის დამოკიდებულებები და წარმოდგენები, რომლებიც მოცემული ენობრივი ნაირსახეობის მომხმარებლებს გააჩნიათ ამ დიალექტის მიმართ. ამ თვალსაზრისით, დიალექტოლოგია სოციოლინგვისტიკის ნაწილია.

დიალექტოლოგიია ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიალექტოლოგია საფუძველს იღებს გერმანელი ენათმეცნიერის, ჯორჯ ვენკერის ნაშრომებში. ხოლო როგორც მეცნიერება იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა შვეიცარიელმა ჟიულ ჟიიერონმა. დიალექტოლოგიის სახელი კი მას პროფესორმა ჟან ჰაუსტმა უწოდა.

დიალექტოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ საზოგადოებებში, რომლებიც ცდილობენ თავიანთი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის ხაზგასმას, კულტურული და ენობრივი უმცირესოებებისთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქავთარაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 501.
  • იმნაიშვილი, გ. „ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია“, თბილისი, 1969