დიადოქოსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიადოქოსების მიერ დანაწილებული ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფო

დიადოქოსები (ბერძ. διάδοχος — მემკვიდრე) — ალექსანდრე დიდის სარდლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 323—ძვ. წ. 301 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, გაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამ გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოებისირია, ეგვიპტე, ბითინია, პერგამონი და მაკედონია

ცნობილი დიადოქოსები იყვნენ — ანტიგონე I და მისი ვაჟი დემეტრე პოლიორკეტი, ანტიპატრი და მისი ვაჟები კასანდრი, პტოლემე I, სელევკი, ლისიმაქე და ევმენი.

მათ შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 22 წელიწადი ძვ. წ. 323 – ძვ. წ. 301 წლებს შორის. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა იპსასთან ძვ. წ. 301 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით – დიადოქოსების (სარდლების) ბრძოლა. ბრძოლის შედეგად, წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც ელინისტური სახელმწიფოები და რომელშიც შევიდა მთელი მიწები – ადრიატიკის ზღვიდან მდინარე ინდამდე გადაჭიმული.

ელინისტური მონარქიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიადოქოსების ბრძოლა ხასიათდება ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან — პოლისებიდან დაპყრობილი ტერიტორიების მემკვიდრეობით მონარქიებად გარდაქმნაში, აგრეთვე, ბერძნული კულტურისა და ეკონომიკური აქტივობის მცირე აზიასა და ეგვიპტეში გადატანით. ასეთი ქვეყნები იწოდებიან ელინისტურ სახელმწიფოებად. მათ შორის მნიშვნელოვანი იყოː

ამ ე. წ. ელინისტურად წოდებულ სახელმწიფოთაგან უმნიშვნელოვანესი იყვნენː

ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაპყრობილ და მიერთებულ იქნა ძველი რომის სახელმწიფოს მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]