დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვირი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი დვირი
კოორდინატები 41°46′32″ ჩ. გ. 43°15′50″ ა. გ. / 41.77556° ჩ. გ. 43.26389° ა. გ. / 41.77556; 43.26389
პირველი ხსენება 1595
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 712[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
რუსები 0,7 %
ოსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

დვირისოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი).

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში. მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტრი. სოფელში არის რკინიგზის სადგური ხაშური-ვალეს ხაზზე.

სოფელი იხსენიება გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წელს.

სოფელ დვირს იხსენიებს ბერი ეგნატაშვილის ახალი ქართლის ცხოვრება: „ხოლო ძესა კონსტანტინესა მეფესა დავითს ეპყრა მტკვრის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“. მეთვრამეტე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს „მტკვრის ხეობა არს დვირამდეო“. ივანე ჯავახიშვილი წერს: „ქართლის საიმედო საზღვრებად სწავლულ კაცს მიჩნეული აქვს ლიჩიღოდორა, ქეფიანის ხევი, ჩხერის ციხე, დაბას ზემოთ ასე გაყოლებით მთის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 712 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 937 456 481
2014[1] 712 338 374

დვირის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთით მთის კალთაზე ციხის ნანგრევებია. თავდაპირველი სამშენებლო ფენის მიხედვით იგი XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება. ჩანს გვიანდელი გადაკეთების კვალიც. ციხეს რთული გეგმა ჰქონია და ადგილობრივი კლდის ქვით ყოფილა ნაგები. იგი იცავდა ისტორიული თორიდან სოფელზე გამავალ გზას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.