დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი
41°56′21″ ჩ. გ. 42°03′27″ ა. გ. / 41.93917° ჩ. გ. 42.05750° ა. გ. / 41.93917; 42.05750
დაარსდა 20 ოქტომბერი, 1985
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა დვაბზუ
სტატუსი ეთნოგრაფიული

შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი — ეთნოგრაფიული მუზეუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ დვაბზუში 1985 წლის 20 ოქტომბერს დაარსდა შალვა რადიანის სახლ-მუზეუმი, მისივე სახლში. შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდას ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე 2009 წელს დაფუძნდა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმისათვის შეძენილი იქნა გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა-სახლი, მარანი და ჭა.

ამ სახლში ცხოვრობდა ნინო ივანეს ასული ლესელიძე-შეწირულისა (გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს მეუღლე).

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ. მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება კულტურულ-საგანამანთლებლო ღონისძიებები. მუზეუმში დაცულია აგრეთვე შალვა რადიანის პირადი ნივთები და ფოტოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21041