დეჰისტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიული ქალაქი
დეჰისტანი
Dehistan
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
კოორდინატები 38°16′12″ ჩ. გ. 54°37′28″ ა. გ. / 38.27000° ჩ. გ. 54.62444° ა. გ. / 38.27000; 54.62444
დაარსდა ძვ. წ. IX-VIII სს.
ადრეული სახელები მაშად-მისრიანი
დეჰისტანი — თურქმენეთი
დეჰისტანი

დეჰისტანი (თურქმ. Dehistan) ან მაშად-მისირიანი (თურქმ. Maşat-Misserian) — ისტორიული ქალაქი თურქმენეთში. მდებარეობს ბალკანის ველაიათში. შედგება დიდი სასაფლაო მაშადისაგან, რომელშიც მდებარეობს შირ-ქაბირის X საუკუნის მავზოლეუმი და X-XV საუკუნეების ქალაქ მისირიანის ნანგრევებისაგან. დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში და აყვავებას მიაღწია ხორეზმშაჰების მმართველობის პერიოდში. დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა შემდეგ ქალაქი კვლავ განაშენიანდა. არსებობდა XIV საუკუნემდე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დეჰისტანში აღმოაჩინეს რამდენიმე მეჩეთი, ქარავან-სარაი და წყლისმომარაგების სისტემა: თხრილები, არხები, კანალიზაცია. 1998 წლიდან დეჰისტანი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კანდიდატთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]