დეციმა (ლიტერატურა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დეციმა (ლათ. decem — ათი) — ათტაეპიანი სტროფის მყარი ფორმა, რომელშიც ქალური და ვაჟური რითმების თანამიმდევრობა ასეთია: abbaaccddc. ამ ფორმის შექმნა XVI საუკუნის ესპანელ პოეტს ვ. ესპინელს მიეწერება (დეციმას მეორე სახელწოდებაა ესპინელა). დეციმა გავრცელებულია ესპანურ პოეზიაში. იშვიათად გვხვდება სხვა ხალხთა პოეტურ შემოქმედებაში, ქართულში დეციმა არ დასტურდება.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 489, თბ., 1978
სტატიის