დეტონირება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეტონირება (ფრანგ. détonner — არასწორად, ყალბად მღერა), მუსიკალური ბგერის არაზუსტი, მცდარი შესრულება, ნორმალური სიმაღლიდან გადახრა. დეტონირება ძირითადად ვოკალურ ხელოვნებაში და უმეტესად ხმის დადაბლებით გამოიხატება (ხმის ამაღლება შედარებით იშვიათია). დეტონირებას ზოგჯერ ადგილი აქვს სიმებიან და სასულე საკრავებზე დაკვრის დროსაც. მიზეზი მუსიკალური სმენის ნაკლებობა ან შესრულების დროს მკაცრი თვითკონტროლის უქონლობა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 484, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები