დესნა (დნეპრის შენაკადი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დესნა
Desna River in Chernihiv.jpg
სიგრძე 1130 კმ
აუზის ფართობი 88,9 კმ²

დესნამდინარე რუსეთსა და უკრაინაში, დნეპრის მარცხენა ყველაზე დიდი შენაკადი. სიგრძე 1130 კმ, აუზის ფართობი 88,9 კმ2. სათავე აქვს სმოლენსკის მაღლობზე, რუსეთში სმოლენსკის ოლქში. მიედინება რუსეთის ბრიანსკის ოლქში და ძირითადად უკრაინაში ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში. უერთდება დნეპრს კიევის ზემოთ. ზემო დინებაში დაბალი და ჭაობიანი ნაპირები აქვს, ბრიანსკის ქვემოთ მარჯვენა ნაპირი შედარებით მაღალია. მდინარე სეიმის შეერთბის შემდეგ ხეობა ფართოვდება, მდინარე იტოტება, ქმნის ნამდინარევებსა და ტბებს. დესნას კალაპოტი ქვიშიანი, დაკლაკნილი და არამყარია, ბევრია თავთხელი. იყინება დეკემბრის პირველ დეკადაში, ყინულძვრა — აპრილის დამდეგს. გაზაფხულზე იცის ძლიერი წყალდიდობა, გადმოდის ნაპირებიდან და ფარავს დიდ ტერიტორიას. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 360 მ3/წმ.

უძველესი დროიდან დესნა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რომელზედაც გადიოდა სავაჭრო გზები დონისაკენ (შენაკად სეიმით) და ოკისაკენ (შენაკად ბოლვათი).

სანაოსნოა ნოვგოროდ-სევერსკამდე (შესართავიდან 535 კმ), არარეგულარული ნაოსნობაა ჟუკოვკამდე (ბრიანსკის ზემოთ). მთავარი ნავმისადგომებია: ნოვგოროდ-სევერსკი, მაკოშინო, ჩერნიგოვი, ოსტიორი, ჟუკინი.

შენაკადები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]