დესემბარკო-დელ-გრანმა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დესემბარკო-დელ-გრანმა* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, viii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
| ნომერი | 889 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 889 რუს. • ინგლ. • ფრ. |
დესემბარკო-დელ-გრანმა — ეროვნული პარკი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გრანმის პროვინციაში. სახელი ეწოდა იმ იახტის პატივსაცემად, რომლითაც 1956 წელს ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, რაულ კასტრო და სხვა 79 თანამოაზრე მექსიკიდან დაბრუნდნენ კუბის რევოლუციის ორგანიზებისთვის.
პარკი შეიქმნა 1986 წელს. მისი ფართობი 261,8 კმ²-ია. პარკის ტერიტორია უნიკალურ გეოლოგიურ და გეომორფოლოგიურ არეალს წარმოადგენს და ძირითადად ფრიალო კლდეებითა და კარსტებით ხასიათდება.
1999 წელს, იუნესკომ დესემბარკო-დელ-გრანმა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||