ჟაკ დერიდა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დერიდა, ჟაკ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟაკ დერიდა (დ. 15 ივლისი, 1930, ალჟირი - გ. 8 ოქტომბერი, 2004, პარიზი, საფრანგეთი) - ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფილოსოფოსი. დერიდა ცნობილია, როგორც დეკონსტრუქტივიზმის დამაარსებელი. მისმა სქელტანიანმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპულ ფილოსოფიაზე, ფრანგულ ფილოსოფიასა და ლიტერატურის თეორიაზე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

იგი ალჟირში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ზრდასრულ ასაკში საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და მალე მემარცხენეთა ჟურნალ ”ტელ კელი”-ს ერთ-ერთ მთავარ ძალად იქცა. დერიდას ადრეულ ნაშრომებში აშკარად იგრძნობა ფენომენოლოგიის გავლენა, განსაკუთრებით ჰუსერლის იდეებით გატაცება. მის ნააზრევზე ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ, ჰაიდეგერმა, სოსიურმა, ლევინასმა და ფროიდმა. დერიდა თითოეულ ამ ფილოსოფოსს პატივს მიაგებს ტექსტებისადმი თავის ახლებურ მიდგომაში, რომელიც დეკონსტრუქციის სახელითაა ცნობილი.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე